რატი ბრეგაძე - თუ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ - სხვა პატიმარს ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში, საკანშიც

თუ მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს 3 ათასი ვიზიტორი ჰყავდა არასრულ 2 წელიწად ნახევარში.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნაში ასევე საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოს ის არის მარტო და ფაქტობრივად, სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოებაო. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. მისი სურვილია, რომ საკანშიც მარტო იყოს და პალატაშიც. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. მას დღეის მდგომარეობით, 3 ათასი ვიზიტორი ჰყავდა არასრულ 2 წელიწად ნახევარში. მაშინ, იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს ადამიანის მარტო ყოფნა, როცა ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად. თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ. ვინმე სხვა პატიმარს ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში, საკანშიც. თუ ამის სურვილი იქნება, მაგრამ რამდენად ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია მარტო ყოფნა. ვფიქრობ, ამით ყველაფერს პასუხი გაეცა.

საუბარი იყო, მათ შორის სეირნობასთან დაკავშირებით. იმასაც გეტყვით, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არც ერთხელ უსარგებლია სეირნობის უფლებით, ამის სურვილი არ გამოუხატავს. პირიქით, ყოველ შეთავაზებაზე უარს ამბობდა“,-განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ასევე კლინიკა „ვივამედის“ და პენიტენციური სამსახურის მიერ შეთავაზებულ საკვებზე უარს აცხადებს.

„მოსახლეობას ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ის უარს აცხადებს იმ საკვებზე, რომელსაც მას საავადმყოფო და სპეციალური პენიტენციური სამსახური სთავაზობს. მისთვის ყოველდღე საკვების მიაქვთ მის მიერ არჩეულ პირებს, კერძოდ, ოჯახის წევრებს“,- განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ არის განთავსებული მიხეილ სააკაშვილის ოთახში ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებები.

„ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებების ოფიციალური გამოყენება, რომლის შესახებაც ინფორმირებული არის მსჯავრდადებული, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და აქ არ არსებობს არცერთი პრობლემა. ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი და კანონის ყველა ნორმასთან შესაბამისობაში მყოფი ღონისძიება. ეს ღონისძიება მსჯავრდებულის უსაფრთხოებას ემსახურება“,-განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს