ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის მიმდინარეობა საკმაოდ შესუსტებულია, “პაქსლოვიდის” გამოყენების ბევრი მსურველი არ იყო - თუ საჭირო იქნება, შევიძენთ

იცით, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა საკმაოდ შესუსტებულია, “პაქსლოვიდის” გამოყენების ბევრი მსურველი არ იყო - თუ საჭირო იქნება, ამ მედიკამენტსაც და კიდევ სხვასაც შევიძენთ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კერძოდ, როდის შემოვა ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები “რემდესივირი” და “პაქსლოვიდი”, რომელთაც ვადა გაუვიდათ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ყველა ის ვაქცინა და მედიკამენტი შემოვა, რომლის რეკომენდაციასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.

“პაქსლოვიდს” რაც შეეხება, მოგეხსენებათ დიდი მარაგები გვქონდა. სამწუხაროდ, ათვისება მინიმალური იყო. იცით, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა საკმაოდ შესუსტებულია, არ იყო ამ მედიკამენტის გამოყენების ბევრი მსურველი. თუ საჭირო იქნება, ამ მედიკამენტსაც და კიდევ სხვასაც შევიძენთ, იმას, რაც ჯანმო-ს მიერ არის რეკომენდებული, ასევე {შევიძენთ} ვაქცინებს”, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს