აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას, მის დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას, მის აღმასრულებელ დირექტორს და ერაყის პროირანული დაჯგუფებების ლიდერებს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ რეგიონული ეკონომიკა ბოროტად გამოიყენონ და ერთი შეხედვით ლეგიტიმური ბიზნესები დაფინანსების დასაფარად და თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენონ“, - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სახაზინო მდივნის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა.

აშშ-მა სანქციები ერაყის ავიაკომპანია Fly Baghdad-სა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღს მთელი რეგიონის მასშტაბით აწვდის.

„აშშ ირანის უკანონო ქმედებების ჩაშლას, რომელიც რეგიონის სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად, გააგრძელებს“, - აღნიშნა ბრაიან ნელსონმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე რეგულარულ შეტევებს ახორციელებენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია