„ჰუსიტების“ ლიდერი - აშშ-სა და ბრიტანეთის თავდასხმები იემენელ ხალხს უფრო გააძლიერებს

„ჰუსიტების” ლიდერი, მოჰამედ ალი ალ-ჰუთი მათ სამიზნეებზე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ ერთობლივ ავიაიერიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იემენელ ხალხს მხოლოდ გააძლიერებს.

„ამერიკელებმა და ბრიტანელებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ რეაგირების დროში ვცხოვრობთ და რომ ჩვენმა ხალხმა დანებება არ იცის. თქვენი დარტყმები მხოლოდ უფრო გააძლიერებს იემენელ ხალხს და უფრო მტკიცეს გახდის თქვენთან დაპირისპირებაში, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი აგრესორები“, - აღნიშნა მოჰამედ ალი ალ-ჰუთიმ, რომელიც ჯგუფის უმაღლესი რევოლუციური კომიტეტის ხელმძღვანელია.

მისი მტკიცებით, იემენელები იბრძვიან ღაზაში მცხოვრები ხალხის გენოციდის აღსაკვეთად, აშშ კი ისრაელს, „ტერორისტულ კრიმინალ ქვეყანას“ იცავს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, დაჯგუფება „ჰუსიტების“ ობიექტებზე ერთობლივი საჰაერო თავდასხმები კიდევ ერთხელ განახორციელეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!