მაია ომიაძე - ახალი ფესტივალი „გიზ-გიზი“ ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ჩამოსვლას საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე პროექტს „გიზ-გიზს“ იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ფესტივალი ზამთრის კურორტებზე ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ზამთრის ფესტივალი „გიზ-გიზი“ სტარტს იღებს. ფესტივალი ოთხივე ზამთრის კურორტზე სეზონის განმავლობაში გაიმართება. დამსვენებლებს, მოგზაურებს საშუალება ექნებათ კურორტებზე სრიალის შემდეგ ფესტივალზე დატკბნენ მუსიკით. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გასართობი სივრცეები როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მეწარმეები შეძლებენ თავიანთი პროდუქცია შესთავაზონ ტურისტებს. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ჩამოსვლას. მსგავსი ფესტივალები აპრობირებულია საერთაშორისო სათხილამურო კურორტებზე, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით მსოფლიო ტრენდებს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ზამთრის კურორტებზე“,-აცხადებს მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფესტივალი „გიზ-გიზი“ 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს