ისრაელის პრეზიდენტი - ძალიან რთული დილაა - ჩვენი საუკეთესო ვაჟების სახელები გმირების საფლავის ქვებზე ემატება

ძალიან რთული დილაა, როდესაც სულ უფრო მეტი ჩვენი საუკეთესო ვაჟების სახელები გმირების საფლავის ქვებზე ემატება, ომში, რომელშიც სამართალი არ არის, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი X-ზე წერს, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების 21 ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება.

ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლებში მონაწილეობენ და საბრძოლო მიზნების მისაღწევად ბოლომდე იბრძვიან.

„მთელი ერის სახელით თანავუგრძნობ ოჯახებს და დაჭრილების გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობ. ამ სევდიან და რთულ დილასაც კი, ჩვენ ძლიერები ვართ და გვახსოვდეს, რომ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ღაზის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი ინციდენტის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების 21 ჯარისკაცი დაიღუპა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს