გურამ მაჭარაშვილი - რაც დრო გადის, ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის - „ნაცმოძრაობის” გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება - დადგა დრო, რომ ყველამ აგოს პასუხი

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის - „ნაცმოძრაობის” გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველომ მოიგო ყველა დავა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დადგა დრო, რომ ყველამ აგოს პასუხი ნებისმიერ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც 2008 წლის ომში შეიძლება ჩადენილიყო.

„რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის - „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველომ მოიგო ყველა დავა. ანუ ის, რომ საქართველოს სახელმწიფო, ქართული ჯარი გამართლდა. ახლა დადგა დრო, რომ ყველამ აგოს პასუხი ნებისმიერ სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩადენილიყო 2008 წლის ომში. იმ ფონზე, როდესაც უცხოეთში აკეთებინებენ განცხადებას, რომ საქართველო თურმე უკრაინას ჩამორჩა. ყველა კარგად ვხედავთ, დღეს საქართველო რით არის ჩამორჩენილი უკრაინას, სამწუხაროდ, უკრაინა „დაწინაურებულია” ომით, დაკარგული ტერიტორიებით, უკრაინელების დაღუპვით, რამდენიმე მილიონიანი დევნილით და ბუნდოვანი მომავლით. რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უარს ეუბნებიან სამომავლო დახმარებაზე. ამით არის უკრაინა, სამწუხაროდ, წინ წაწეული და არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ თითქმის ყველა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. თუ ეს დაწინაურება და წინსვლაა, რა თქმა უნდა, ამაზე უარი თქვა საქართველოს საზოგადოებამ. ჩვენი პრინციპული პოზიცია გახლავთ ის, რომ „ნაცმოძრაობის”, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლება, რაც არაერთი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება” , - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ გამოძიების დეტალებს კონკრეტულად არჩევნების შემდეგ წარადგენს, სად და როგორ უნდა მოხდეს ეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს