რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 28 ადამიანი, მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველები მოქალაქეებს ეძებენ

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოკუპანტებმა ხარკოვის კიევის რაიონში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს დაარტყეს. სადარბაზოები დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ ხალხია. ადგილზე მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ", - დაწერა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში.

სინეგუბოვმა მოგვიანებით განმარტა, რომ რეგიონულ ცენტრზე მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ქალი და დაშავდა 28 ადამიანი.

„ოკუპანტებმა დაარტყეს მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას: განადგურდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა სამოქალაქო პირების ავტომობილები. ეს არის მორიგი ტერორისტული აქტი!“ – აღნიშნა სინეგუბოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს