ცესკო-ს თავმჯდომარე - თუ იქნება იდეები, რომლის განხილვაც არჩევებამდე შესაძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაცია ღიაა - არაერთი მითი და დეზინფორმაცია ვნახეთ, თუმცა, ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს

თუ იქნება იდეები, რომლის განხილვაც არჩევებამდე დარჩენილ პერიოდში შესაძლებელია ჩვენი მანდატის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაცია ღიაა - არაერთი მითი და დეზინფორმაცია ვნახეთ, თუმცა, საზოგადოებამ ნახა, რომ ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს, - ამის შესახებ ცესკოს- ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღის წესრიგი აგებულია საარჩევნო ტექნოლოგიების ირგვლივ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ინფორმირებაზე, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მათი კომპეტენციის ქვეშ მყოფ სხვა საკითხებზეც მიაწოდოს ინფორმაცია პოლიტიკოსებს და მოისმინოს მათი ხედვები.

„დღეის მდგომარეობით საარჩევნო ადმინისტრაცია და ქვეყანაში გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს კარგ სტანდარტს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში ფართომასშტაბიან ტექნოლოგიურ ინტერვენციამდე, მისი გამოყენება რამდენიმე ეტაპად უნდა იყოს განხორციელებული. 2018 წლიდან დღემდე 8 მცირე თუ ფართომასშტაბიანი პილოტი ჩატარდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა დავაზღვიოთ ყველა რისკი და საფრთხე. დღევანდელი დღის წესრიგი აგებულია საარჩევნო ტექნოლოგიების ირგვლივ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ინფორმირებაზე, თუმცა, თუ იქნება ისეთი კითხვები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას იქნება მიკუთვნებული დეტალურად მივაწვდით ჩვენს ხედვას. ამასთან, თუ იქნება ისეთი იდეები ან საკითხები, რომლის განხილვაც არჩევებამდე დარჩენილ პერიოდში არის შესაძლებელი ჩვენი მანდატის და ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაცია ღიაა და მხოლოდ მიესალმება ასეთ იდეებსა და ინიციატივებს. ჩვენ არაერთი მითი, დეზინფორმაცია და სიცრუე ვნახეთ, რაც ტექნოლოგიებთან მიმართებით გავრცელდა, 8 პილოტის შემდეგ საზოგადოებამ ნახა, რომ ამ ტექნოლოგიებს წუნი არ აქვს და აზღვევს მნიშვნელოვნად წუხილებს, რაც საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით კენჭისყრის დღეს არსებობდა, შემდგომ უკვე ახალი ტალღა ვნახეთ ტექნოლოგიების სტიგმატიზების და რუსულ სისტემასთან აფილირებით იქნა პროპაგანდა დაწყებული მაშინ, როცა ამ ყველაფერს არანაირი შემხებლობა არ აქვს რუსულ საარჩევნო მოწესრიგებასთან”, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობას რაც შეეხება, კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ყველა პროცედურა, რამაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს განხორციელდება თავის დროზე.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნები უცხოეთში კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე იქმნება.

„სია რომ გვქონდეს შესაბამისი უწყება მოგვაწვდის ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ, რაც გახდება საფუძველი, რომ კომისიამ იმსჯელოს კონკრეტულ ლოკაციებზე საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო