ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანი“ „საქპატენტში“ 2022 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანის“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ზეგაანის ღვინის განვითარება პირდაპირპროპორციულადაა მიბმული წინანდლის ღვინის ისტორიაზე. ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, მე-19 საუკუნის ბოლოს, წინანდალში დაწყებული პროცესები – ღვინის ქარხნის აშენება, წარმოების გაფართოება, მამულების შესყიდვა და ვენახების გაშენება პირდაპირ აისახა ზეგაანში მეღვინეობის მოდერნიზებაზე. თუმცა, გამორჩეულად აღსანიშნია ის, რომ ზეგაანი უკვე დამოუკიდებელ მიკროზონაშია მოქცეული, მისი ვენახები არ მიეკუთვნება „წინანდლის“ მიკროზონას, ამიტომ ზეგაანის ღვინო ცალკე დარეგისტრირდა ადგილწარმოშობის დასახელებად და დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვა ქართულ ღვინოებს შორის.

მისი მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ზეგაანს და მის სავარგულებს, შესაბამისად, ღვინო „ზეგაანი“ მზადდება მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.

1920 წლიდან შეეხო ზეგაანს ღვინის წარმოების განვითარება. სოფელში აშენდა ქარხანა და თბილისსა და თელავში მომუშავე ღვინის სამეცნიერო ცენტრებმა ზეგაანის ღვინის დახვეწა-განვითარებაზე იზრუნეს. დღესდღეობით, ზეგაანის ღვინო არის ბიოღვინო.

ზეგაანი არის ქვევრის წითელი მშრალი ბიოღვინო. აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა. გემოზე სავსე, ხავერდოვანი, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით გაჯერებული გემო და დაბალანსებული ტანინები. დავარგებისას მას უვითარდება განსაკუთრებული არომატი - პილპილ-მიხაკის სანელებლებისა და მშრალი ხილის - შავი ქლიავის ტონებით სავსე ბუკეტი.

ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი უნდა იყოს არაუმეტეს 4 გ/ლ.

ღვინო „ზეგაანის“ დასამზადებლად მოკრეფილი ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 21%-ზე ნაკლები. ყურძნის დაწურვის წესი ზეგაანს ლიმიტირებული აქვს, ყურძნის მოკრეფიდან დაწურვამდე არ უნდა იყოს გასული 3 საათზე მეტი. ღვინის დადუღება უნდა მოხდეს ველურ საფუარზე, ქვევრში დავარგება კი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 20 თვის განმავლობაში.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო