2023 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 70 მილიონი ლარი აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 2023 წელს აჯამებს. როგორც „ალდაგში“ განმარტავენ, გასული წლის მონაცემებით, „ალდაგმა“ მომხმარებლებს 70 მლნ ლარი აუნაზღაურა და 25 ათასამდე ზარალი დაარეგულირა. ანაზღაურება როგორც MSME, ისე კორპორატიულ და საცალო შემთხვევებს მოიცავს. განსაკუთრებით დიდი თანხა, 14 მილიონი ლარი ანაზღაურდა მხოლოდ აგროდაზღვევის სეგმენტში.

„ალდაგი“ აქტიურად ვითარდება არასიცოცხლის დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და წლიდან წლამდე აფართოებს ბაზრის წილს. 2023 წლის ბოლოს „ალდაგის“ ბაზრის წილი 30%-ს შეადგენდა და წლის განმავლობაში ჯამურად მომხმარებელთა რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „ალდაგის“ ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. 2023 წელს „ალდაგმა“ მომხმარებლებს ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემა შესთავაზა, გააფართოვა მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი და კონკრეტულ პროდუქტებზე სპეციალიზებული ანაზღაურების გუნდი ჩამოაყალიბა, რამაც ანაზღაურების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც სადაზღვევო კომპანიაში განმარტავენ, „ალდაგმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით, ვეხმარებით მომხმარებლებს რისკების უკეთ მართვაში. 2023 წელი საკმაოდ ბევრი მასშტაბური ზიანით იყო გამორჩეული და „ალდაგმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის. 2024 წელს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ სიახლეს ვპირდებით. ვეცდებით, უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ დაზღვევით, ავამაღლოთ ცნობიერება სადაზღვევო პროდუქტებზე, რომ დავეხმაროთ ადამიანებს ფინანსური რისკების სწორად მართვაში“, - აცხადებენ „ალდაგში“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია