გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისრაელს მოუწოდებენ, გააუქმოს ღაზის სექტორში დახმარების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები და დაეთანხმოს, რომ მომავალი პალესტინის სახელმწიფო აუცილებელია მისი უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრის დაწყებამდე, ნიუ-იორკში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ირანის საგარეო მინისტრმა კომენტარი გააკეთა აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენში, „ჰუსიტებზე“ განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ.

„მაშინ, როცა ამერიკამ და ინგლისმა დაიწყეს თავდასხმები იემენზე, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ 230 კომერციული და ნავთობის ხომალდი მოძრაობდა წითელ ზღვაში და ეს ნიშნავს, რომ მათ გაიგეს იემენის გზავნილი, რომ ისინი აჩერებენ მხოლოდ იმ გემებს, რომლებიც სიონისტური რეჟიმის პორტებისკენ მიდიან“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.

მისი თქმით, გასულ კვირას დავოსში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ კამერონს განუცხადა, რომ აშშ-სა და ბრიტანეთის აღნიშნული ქმედება „წითელ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციას იწვევს და იემენის წინააღმდეგ სტრატეგიული შეცდომაა”.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა