რევაზ სოხაძე - სადაც ფონდი „ქართუ“ გაიჟღერებს, ოპონენტები ცდილობენ, ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ - წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის საჭიროება არ არსებობს

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე თბილისის საკრებულოში დღეს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის საჭიროება არ არსებობს.

„წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს უპრეცედენტო რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ მთლიანად იცვლება კომუნიკაციები, ამ საქმეში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. ეს ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ვადებმა გადაიწია, ეს ბუნებრივი პროცესია და ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა თბილისის მუნიციპალიტეტს იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც მათზე დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეს. მუნიციპალიტეტმა მათ შეუწყვიტა კონტრაქტი და ეს არის კანონით გაწერილი პროცედურა, რომელიც ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, რათა შემდეგში არაკეთილსინდისიერ კონტრაქტორს არ ჰქონდეს ჩივილის საშუალება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, დამატებითი სტრუქტურის შექმნის საჭიროება არ არის, რადგან ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებობს შესაბამისი სამსახურები და მოსახლეობა ამ თვალსაზრისით დაზღვეულია.

„თბილისში არაერთი დიდი მოცულობის მშენებლობა მიმდინარეობს. ურბანულ კომისიაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას მშენებლობების დეტალები არ აინტერესებს. ჩვენს ოპონენტებს არანაირი შინაარსობრივი შენიშვნა არ გააჩნიათ, უბრალოდ, სადაც ფონდი „ქართუ“ გაიჟღერებს, იქ ჩვენი ოპონენტები მუდმივად ცდილობენ საკითხი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. უნდა აღინიშნოს, რომ ფონდმა „ქართუმ“ თავად გაავრცელა განცხადება, ეს მათი სურვილია და არა ვალდებულება, რომ გარკვეული თანხა ქველმოქმედებაში დახარჯონ“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს