ზურაბ ჩიკვილაძე - ჯანდაცვის მიმართულებით 2024 წელი გამორჩეული იქნება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, ჯანდაცვის მიმართულებით როგორც გასული, ასევე 2024 წელიც გამორჩეული იქნება.

„ჯანდაცვის პროგრამები ფართოვდება როგორც მუნიციპალურ, ასევე ფედერალურ დონეზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი მიდგომა და სახელმწიფოს მუდმივი მზაობა, რათა ამ მიმართულებით არცერთი ადამიანი არ დარჩეს არსებული სერვისების გარეშე“, - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტები 100%-ით ფინანსდება და საჭიროებიდან გამომდინარე, მათ მკურნალობას უწყვეტ რეჟიმში სრული დაფინანსებით დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს.

„ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ პროგრამებთან ერთად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, საჭიროების გათვალისწინებით, ადამიანების სრული დაფინანსება მოხდება.

არსებული პროგრამა მოიცავს ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების დიდ ჩამონათვალს, მათ შორის გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტებს, რამეთუ ამ დაავადების მქონე ადამიანთა რიცხვი დიდია. ჩვენი მიზანი საზოგადოებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა“, - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს