ადვოკატის განცხადებით, 23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს

23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი.

კობაიძის თქმით, მძიმე ბრალდებებით დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვანს არ იცნობდა, არც მისი ასაკი იცოდა და მის მიმართ არც მუქარა განუხორციელებია.

„აღნიშნული ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზე აქვს წარდგენილი. ჩემი დასაცავი პირი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, რადგან არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესთან გვაქვს საქმე, ფაქტობრივ გარემოებებზე და დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვფიქრობ, ეს გამართლებული არ იქნება. როცა მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ, დარწმუნებული ვარ, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ გაიზიარებს, ვინაიდან ყოვლად წარმოუდგენელია, მოსაზრების საფუძველზე ადამიანი ამხელა პასუხისმგებლობაში მისცე... ეს ყოველივე ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც ბრალდების მხარემ გაავრცელა. მე გეუბნებით, თუ დეტალებში ჩავალთ, მიმოწერა აბსოლუტურად სხვა შინაარსისაა, ნება ორმხრივია“, - განაცხადა კობაიძემ.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საგამოძიებო უწყების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა არასრულწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს„ძალიან სენსიტიური თემაა“.

„არ მინდა ბავშვი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, რამე ფორმით დაზარალდეს, იქ იყო ზოგადი და სხვადასხვა ხასიათის საუბრები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნება რამდენად იყო გამოხატული, უნდოდა, არ უნდოდა, ვინმემ დააძალა, თუ არა, ამას სასამართლოში გამოვიკვლევთ. მთავარი ის არის, ჩემმა დასაცავმა პირმა რამდენად იცოდა დაზარალებულის წლოვანება. არ იცოდა, აბა რა“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ემუქრებოდა თუ არა ბრალდებული 13 წლის გოგონას ფიზიკური ანგარიშსწორებით, კობაიძე უარყოფით პასუხს სცემს.

„არა, მუქარა არ იყო და ვერც იქნებოდა, არც იცნობდა ფიზიკურად, არც იცოდა ვინ იყო. თუ მუქარა რეალური იყო, ეს ურთიერთობა 3-4 თვე გრძელდებოდა, მაშინ აქამდე რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებებს? გეტყვით რატომაც, ამ ადამიანს, დაზარალებულს არ ჰქონდა განცდა, რომ ვინმე ემუქრებოდა, მას შეეძლო აქამდეც მიემართა საგამოძიებო უწყებებისთვის. 18 წლის არ შეიძლებოდა სკოლის მოსწავლე ყოფილიყო? საგამოძიებო უწყებებისთვის გოგონას არ მიუმართავს, დედამ მიმარტა, როცა შეიტყო, რომ მის გოგონას სხვა უცხო მამაკაცი წერდა, ამის გამო მიეცა საქმეს საგამოძიებო მსვლელობა“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა 23 წლის ჯარისკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინეს.

მამაკაცი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო