გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია Die Heimat-ის სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია Die Heimat-ის სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემარჯვენე ექსტრემისტული ყოფილი „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ახლა Die Heimat-ის სახელწოდებით მოქმედებს, მინიმუმ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებს ვეღარ მიიღებს.

„გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, როდესაც მემარჯვენე ექსტრემიზმი ჩვენი დემოკრატიის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ გადამწყვეტ ზომებს ვიღებთ ყველას წინააღმდეგ, ვინც მემარჯვენე ექსტრემისტული ძალადობისთვის ნიადაგს ამზადებს“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

ცნობისთვის, მსგავსი ინიციატივით ბუნდესტაგმა და მთავრობამ უზენაეს სასამართლოს 2019 წელს მიმართეს, მას შემდეგ, რაც ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტიის საქმიანობის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს