ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე - ეს არის მიზანმიმართული ტერორი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული ტერორი უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩვენს ქალაქებსა და ხალხზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ეს არის მიზანმიმართული ტერორი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ კიევში, ხარკოვში, პავლოგრადში. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში, დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, ხარკოვში რუსეთის ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 51 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

პრეზიდენტმა მაშველებს და მედიკოსებს, რომლებიც მოქალაქეების გადარჩენისთვის ზრუნავენ მადლობა გადაუხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება