ოთარ გრიგოლია - წერეთლის რეაბილიტაციაც მოესწრება, დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაციაც გაგრძელდება, სკოლებიც და ბაგა-ბაღებიც აშენდება, ოპოზიციისთვის კი კარგი არაფერი მოხდება

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაც მოესწრება, დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაციაც გაგრძელდება, ბაგა-ბაღები და სკოლებიც აშენდება, ოპოზიციისთვის კი კარგი არაფერი მოხდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც თბილისის განვითარება არ უხარიათ, ტელევიზიებში მოხვედრას ცდილობენ და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის თემას ებღაუჭებიან.

„მათ არ უხარიათ ის, რაც დღეს ქალაქში ხდება, არ უხარიათ ბაღების, სკოლების, ხიდების, ბიბლიოთეკების აშენება და საუბრობენ, რომ წერეთლის გამზირის პროექტი ვერ ესწრება და ხალხი ზარალდება.

თქვენდა სამწუხაროდ, ჩემო კოლეგებო, წერეთელიც მოესწრება, ქუჩების რეაბილიტაციაც გაგრძელდება, ბაღებიც და სკოლებიც აშენდება, თქვენთვის კი არაფერი კარგი არ მოხდება“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ოთარ გრიგოლიას განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს