კონსტანტინე ზარნაძე - ქალაქში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მოსახლეობის საწინააღმდეგოდ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოვუწოდებ, კეზერაშვილის ქონებას გადახედონ, თქვან, საიდან დააგროვა წლების განმავლობაში ამდენი მილიონი. მან გაძარცვა ქართული ჯარი და ამ ნაძარცვი ფულით საზღვარგარეთ წავიდა. მის დაქვემდებარებაში ხართ თქვენ და თქვენი პარტიული ტელევიზიაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ასაღებენ როგორც, ცუდად გაკეთებულ საქმეს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ურბანულ კომისიაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას მშენებლობების დეტალები არ აინტერესებს. მისივე თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებით არანაირი შინაარსობრივი შენიშვნა არ გააჩნიათ, უბრალოდ, არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ პროექტს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.

„ბოლოს მინდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას შევეხო. ჩავწერე ვიდეო, რომელშიც ავხსენი, თუ როგორ მიდიოდა სამუშაოები და რა პროცედურებია გასავლელი. უამრავი ტროლი შემოესია ჩემს გვერდს. როგორ მუშაობთ, ან რატომ ცდილობთ ადამიანებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდოთ?! მინდა ჩემს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ქალაქში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მოსახლეობის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი სიკეთე აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული“.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო