რევაზ სოხაძე - აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა - ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს ცვლის

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, ნაწილს სატრანსპორტოსი - ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს ცვლის,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას დაედო ის შესაბამისი ზონები, რომელიც გათვალისწინებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმის დროს.

“ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც არაფერს ცვლის.

გასულ წელს დავამტკიცეთ განაშენიანების რეგულირების გეგმა, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურაა, რომ ამ განაშენიანების რეგულირების გეგმარების საფუძველზე უნდა დაიდოს შესაბამისი ზონები, რაც დამტკიცდა განაშენიანების გეგმის დამტკიცების დროს.

სუფთა ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილება იყო. აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას დაედო ის შესაბამისი ზონები, რომელიც გათვალისწინებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმის დროს.

საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა, მათ შორის ნაწილს სატრანსპორტოსიც. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით შეიცვალა, რომელიც გასულ წელს მივიღეთ”,-აღნიშნა სოხაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება