გივი ჩხარტიშვილი - წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რითაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხს გამოეხმაურა.

გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, როგორც რაიონის მაჟორიტარი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს.

მისივე თქმით, სამუშაოები წერეთლის გამზირზე აპრილში დაიწყო და იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ობიექტზე ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკთან.

,,წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზოგიერთ შემთხვევაში უხარისხოდ მიმდინარეობდა, რის გამოც, კონტრაქტორ კომპანიებს, პროცედურების შესაბამისად შეუჩერდათ ხელშეკრულებები და 100 000 ლარით დაჯარიმდნენ’’, -განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ უსაფუძვლოა ოპოზიციის ტყუილზე აგებული კამპანია დამკვეთსა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის თითქოსდა კორუფციულ გარიგებაზე.

"წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების იანვრის ბოლოსთვის დასრულების შესახებ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულდება’’, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

მისივე თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება