ანა კაკაბაძე - თბილისის მერია მიმდინარე წელს ძალიან ბევრ  მასშტაბურ და კარგ პროექტს განახორციელებს, რომლებიც უკვე დაანონსებულია

თბილისის მერია მიმდინარე წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ და კარგ პროექტს განახორციელებს, რომლებიც უკვე დაანონსებულია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ანა კაკაბაძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ან კაკაბაძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ასრულებს, ბავშვებზე ზრუნვაა.

„მიმდინარე წელს თბილისის მერმა გააჟღერა სიახლე, რომ ბაგა-ბაღებში 12 ათასამდე თანამშრომელს 15%-იანი ხელფასის ზრდა ექნება. წელს უკვე გაიხსნა სრულად რეაბილიტირებული ორი ახალი საბავშვო ბაღი. ბაღების სიმცირე ყოველთვის აღინიშნებოდა და ეს იყო გამოწვევა. მიხარია, რომ 2017 წლის მერე 23 ახალი ბაღი აშენდა, 11-ს კი სრულად ჩაუტარდა რეაბილიტაცია“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

დღესვე, უმრავლესობის წევრი ანა კაკაბაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს უკვე 23 მოქალაქეს გადაეცა საცხოვრებელი ფართი.

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ყოველთვის ზრუნავს მოქალაქეებზე. მიმდინარე წელს 23 მოქალაქეს უკვე გადაეცა საცხოვრებელი ფართი. რაც კახა კალაძეა მერი, 2017 წლიდან დღემდე, 3000-მდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი. რიცხვები გესაუბრებათ თქვენ და არა ის მოგონილი ფაქტები, რომლებსაც ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები ხშირად იყენებთ. ჩემი მხარდაჭერა ყველა ინიციატივას, რადგან განვითარებას არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო