ნათია მოდებაძე - ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი პროექტი დაიწყება, გაგრძელდება და ჩაბარდება ვადებში

საკრებულოს წევრ, ნათია მოდებაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების ვადები ჯერ არ არის ამოწურული და ოპოზიცია შეტევაზეა გადმოსული.

როგორც მან აღნიშნა, პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებსაც ყველანაირი სიკეთე უნდათ კატასტროფად და კორუფციად შერაცხონ.

„ყველამ ვნახეთ ფოტოები, თუ რა მდგომარეობაში იყო გაყვანილობები და ქსელები, იყო თუ არა შესაცვლელი? იყო, ჰოდა დაიწყო რეაბილიტაცია. ათასგზის გაკეთდა განცხადება, რომ სამუშაოები ვადის ფარგლებში დასრულდება. პრობლემა რაშია, თქვენ თავადაც არ იცით. პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებსაც, უბრალოდ, ყველანაირი სიკეთე უნდათ კატასტროფად, კორუფციად შერაცხონ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მოდებაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ვერც ჭავჭავაძის და ვერც წერეთლის გამზირი ვერ გაკეთდებოდა ისე, როგორც კეთდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში.

„შეგახსენებთ როგორ ხსნიდით ერთსა და იმავე პროექტს სამჯერ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მე ჟურნალისტი ვიყავი და ვაშუქებდი ამ თემებს, როგორ ატერორებდით ბიზნესმენებს, როგორ ჩამოირეცხებოდა ხოლმე თქვენ მიერ ჩაბარებული პროექტები ერთ კვირაში - ასეთებიც მახსოვს. კიდევ ბევრს მოვიყვანდი მაგალითად, მაგრამ ახლა ამაზე დროს არ დავკარგავ. ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი პროექტი დაიწყება, გაგრძელდება და ჩაბარდება ვადებში“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.

ამასთან, ნათია მოდებაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ წინააღმდეგ აგორდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის ფონდია, რომელიც თუნდაც ამჟამად უნიკალურ ტაძარს აშენებს ახალციხის რაიონში. მისი ერთადერთი შემომწირველი ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არიან. სიკეთე უნდა დავინახოთ ყველამ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის