განათლების სამინისტრო გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები განიხილეს და საუნივერსიტეტო სივრცეების კიდევ უფრო განვითარების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტებისთვის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების განხორციელების უფლების მინიჭება, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი დასაფინანსებელი სტუდენტების კვოტის ზრდა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება და Horizon-Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების საქმიანობა; ასევე განხილულ იქნა რექტორთა მხრიდან დასმული სხვადასხვა აქტუალური თემა.

საბჭო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდნენ.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, რექტორებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რაც უზრუნველყოფს რეფორმის ინკლუზიურობასა და უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო