ანა დოლიძე - ზამთარში გამოსახლებებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს - იდეალური იქნებოდა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, აქ დიდი მაფიაა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, გამოსახლების აქტებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან აღსრულების ბიუროს მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებაზე.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, გამოსახლების პროცესი კიდევ იგეგმება,შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქმეში „რაღაც ინტერესები“ და „მაფიაა“.

„კანონმდებელი იმისთვის არის, რომ ასეთ სფეროში პოლიტიკა შეიმუშაოს. 23 იანვარია, ადამიანობა საერთოდ არ აქვთ? - „ძაღლი არ გაიგდება ქუჩაში“, ზამთრის განმავლობაში აღსრულებები უნდა გაჩერდეს. კეთილი ინებოს და „ოცნებამ“ ესენი გააჩეროს. იდეალური იქნებოდა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ამისთვის ოპოზიცია უნდა ამოქმედდეს და საქმე უნდა განიხილონ, იმიტომ, რომ აქ დიდი მაფიაც არის. ზანდუკელის ქუჩაზე რომ ბინაა, მისი მეპატრონე ამბობს, რომ თვითონ „მევახშემ“ ბინა, რომელიც 150 000 დოლარი ღირს, 17 000 ლარად შეიძინა, აუქციონზე რომ გააქვთ და თვითონვე რომ ყიდულობენ, შესაბამისად, ეს შესასწავლია. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ეკონომიკურ და ადამიანური ზარალი მოაქვს. ამათი იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ ესენი ოლიგარქების მხარეს არიან, არაფერი მიკვირს. ჩვენ ხელისუფლების დროს ნორმალური რეგულაციები უნდა შემოვიღოთ.

ახლა, უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი, ეს ვითარება სისტემურად უნდა გამოვიძიოთ. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სამართლიანობის ინტერესი. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შევქმნათ ფინანსური განათლების ბიურო, ეს შეიძლება გაკეთდეს ეროვნულ ბანკთან.

ერთმანეთთან მიწყობით არის სამივე გამოსახლება, სხვებსაც ვნახავთ, ალბათ, ხალხი ხმას ამოიღებს. სამწუხაროდ, მე მეჩვენება, რომ აქ, პირიქით, რაღაცა ინტერესია, რომ მალე დამთავრდეს, სანამ ზამთარია, გამწვავდება და სანამ გაზაფხული დადგება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია