უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - „რამშტაინის“ შეხვედრაზე პარტნიორებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელების, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადეს

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე კიევის მოკავშირეებმა სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების, პირობა დადეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ილარიონ პავლიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ მოისმინა „საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები პარტნიორებისგან, საკმარისად მნიშვნელოვანი ვალდებულებები იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გაგრძელდება“.

პავლიუკმა განმარტა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან მიიღებს იარაღს, რომელიც აუცილებელია მტრის ეფექტურად დასამარცხებლად. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, აღებული იქნა ვალდებულებები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების შესახებ. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის იარაღზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 23 იანვარს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კიევის გრძელვადიან საჭიროებებზე იყო ორიენტირებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება