საფრანგეთმა 23 იანვარს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო

საფრანგეთმა 23 იანვარს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საფრანგეთი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო დარტყმებს მკაცრად გმობს, რომლის შედეგად ქალაქ კიევსა და მის მიმდებარე რეგიონებში, ასევე ქალაქ დნიპროსა და ხარკოვში, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით, 60 დაშავდა. რუსეთი აგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეუძლია, რათა მიმდინარე კონფლიქტის მეორე ზამთრის განმავლობაში უკრაინელი ხალხის გამძლეობა შეასუსტოს. კიდევ ერთხელ, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებით, რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაშია დამნაშავე და ესკალაციისთვის პასუხს მხოლოდ ის აგებს“, - ნათქვამია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„როგორც ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნემ განაცხადა, რომელიც ახალი თანამდებობის დაკავების შემდეგ უკრაინაში მალევე გაემგზავრა, ამ ომში რუსეთის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ. ამიტომ, საფრანგეთი პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინირებულ მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინას ის მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რომელიც მას ლეგიტიმური თავდაცვის უზრუნველსაყოფად სჭირდება“, - აცხადებს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი უკრაინას საბრძოლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად შეიარაღებას სწრაფად მიაწვდის.

„რაც შეეხება სამხედრო ვითარებას, საფრანგეთი უკრაინას დაახლოებით 40 შორ მანძილზე მოქმედ SCALP-ის რაკეტას, ასევე, რამდენიმე ასეულ AASM საჰაერო გამშვებ ბომბსა და საბრძოლო მასალას გადასცემს, რომელთა მიწოდება მალე მოხდება. როგორც კოალიცია „არტილერია უკრაინისთვის“, თანათავმჯდომარეები საფრანგეთი და აშშ, პარტნიორი სახელმწიფოები მუშაობენ, რომ უკრაინას ის შესაძლებლობები გადასცენ, რაც მას საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ამ მნიშვნელოვან სფეროში სჭირდება და მას მომავლის უკრაინული არმიის შექმნაში დაეხმარება“, - აღნიშნულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო