საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - მელინე არაკელიანთან გამართა.

შსს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების როლზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში და დადებითად შეაფასა ნიდერლანდების მხარის მიერ საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლენა, რომელიც საქმიანობას 2023 წლიდან შეუდგა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმებზე. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს