მიხეილ სარჯველაძე - თუ მორატორიუმის შედეგად, გამოსახლება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მოხდეს, ეს აზრის არ მქონეა - რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად ეს ლოგიკურად არ მეჩვენება

თუ მორატორიუმის შედეგად, გამოსახლება რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მოხდეს, ბუნებრივია, ეს აზრის არ მქონეა. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად ეს ლოგიკურად არ მეჩვენება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაფიქრებაა საჭირო საკითხზე, თუ რამდენად რელევანტური იქნება ოჯახების გამოსახლების საკითხში მორატორიუმის გამოცხადება.

„ამაზე დაფიქრება გვმართებს, თუ რამდენად რელევანტური იქნება ამ შემთხვევაში, სადამდე შეიძლება იყოს საუბარი და რა მიზნით. ამ საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე რასაკვირველია, სახელმწიფო უარს ვერ იტყვის. ბუნებრივია, ის უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში დაგვრჩება საკუთრების უფლება დაუცველი და ბევრი ისეთი უფლება, რომელიც ფუნდამენტური უფლება გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ რეგულირდებოდეს ან მაქსიმალურად ლმობიერებას არ იჩენდეს სახელმწიფო, როდესაც ასეთი ტიპის აქტივობები იგეგმება. მორატორიუმისთვის რამდენად არსებობს საფუძველი, არ ვიცი. თუ მორატორიუმს შედეგად ის უნდა მოჰყვეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უნდა შედგეს გამოსახლება, ბუნებრივია, აზრის არ მქონეა. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად უბრალოდ ლოგიკურად არ მეჩვენება,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი