პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ - მოვითხოვთ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც საბანკო ხელშეკრულებებს შეისწავლის

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მდივანი, მარიამ კუკავა კეკელიძის 1-ელ ნომერში გამოსახლებას ეხმაურება და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

„გუშინ, კეკელიძის 1 ნომერში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკანონოდ და უსამართლოდ გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი. მხოლოდ ეს არ იკმარა და პოლიციასთან თანამშრომლობით დააკავეს ჩვენი პარტიის წევრი ბესიკ ჩაკვეტაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ გამოსახლების პროცესს. დღეს ასეთი ოჯახები ათასობით არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მოითხოვს შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ კაბალურ საბანკო ხელშეკრულებებს და მოითხოვს ხელისუფლებისგან დაიცვას თითოეული ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. გუშინდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება. ჩვენს მოქალაქეებს აქვს კონსტიტუციური უფლება და აგრეთვე მორალური უფლება, რომ იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ამიტომ დღევანდელი დღე და გუშინდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება’’, - აცხადებს მარიამ კუკავა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია