ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციასა და ე.წ. დიპფეიკებს

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ემზადება პროვოკაციებისთვის, ძალის დემონსტრირებისთვის, ამზადებს დეზინფორმაციასა და ე.წ. დიპფეიკებს.

როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის თავად პარტია „ქართული ოცნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიებიდან გაჟონილი ინფორმაცია.

„მსგავსი ტიპის პროვოკაციებს არჩევნებამდე ყველა უნდა ველოდოთ - ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატი 23 იანვარს, თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, „საკრებულოში ადგილი ჰქონდა ტყუილის ჭაობში მყოფი მშიშარა ადამიანების მცდელობას, მოერგოთ ქუჩის ბიჭების როლი“.

„ნეონაცებისგან „ნაცების" მსგავსი ქცევა გასაკვირი არ არის. საზოგადოებას შევახსენებ, რომ თავის დროზე, ‘ნაცმოძრაობის" რეჟიმის პირობებში, სწორედ თბილისის საკრებულოში აღმოცენდა ე.წ. ზონდერები. როგორც ჩანს, დღევანდელი „ოცნება“ ამაშიც მიბაძვას ცდილობს, რაც ნეონაცებისგან ნამდვილად არ გვიკვირს. კი ბატონო - ასე გააგრძელეთ, მაგრამ როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასრულა, დღევანდელი "ოცნებაც" იგივენაირად დასრულდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს