ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების ტრენინგკურსებზე მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ ტრენინგკურსებზე მსმენელების მეორე ნაკადის მიღებას აცხადებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, კურსები არის სხვადასხვა დონის და განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის (კიბერუსაფრთხოების საფუძვლები) ასევე, საშუალო რგოლის (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის.

„კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება. USAID-ისა და KIU-ს ერთობლივმა პროექტმა უკვე მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს. კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი პირველ ეტაპზე 59-მა, ხოლო მეორეზე 41-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

სწავლება განხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა) ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

ტრენინგკურსების წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ EC-Council-ის საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერს. EC Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია. იგი საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში და EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ კიბერუსაფრთხოების დარგში მაღალი კვალიფიკაციის დასტური.

ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში გასულ მონაწილეებს, ვინც არ არის ქუთაისიდან, უნივერსიტეტი სთავაზობს საუნივერსიტეტო საცხოვრებელში განთავსებას ტრენინგ კურსის განმავლობაში. კურსები არის უფასო და დაფინანსებულია KIU-ს და USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=341&lng=geo“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება