მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა - მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, არ აღიარებს, რომ მე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე

დიდი მადლობა საზოგადოებრივი მიმართვის ყველა ინიციატორსა და დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს - კიდევ ერთხელ, ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მან რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

„მინდა შევახსენო ყველას, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, აქ ვარ თქვენ შორის და თქვენთან ერთად.

ძალიან მიყვარხართ! P.S. და კიდევ, ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა არ უნდა იჯდეს ციხეშიო? ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ყველგან ვმოგზაურობდი და ყველგან მაღალ დონეზე მიღებდნენ.

არასდროს არცერთ საზღვარზე არ შევუყოვნებივარ. ქართველი ხალხის უმრავლესობაც გამოკითხვებით ამბობს, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას.

სხვა მხრივ, დიდი მადლობა ჩემი საკითხის გაშუქებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ტრიბუნის მიცემისთვის“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა