უკრაინული მხარე - რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 24 იანვარს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ჯერ არ ხდება - ინფორმაცია, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა უკრაინელი ტყვეები ყოფილიყვნენ, გადამოწმების პროცესშია

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 24 იანვარს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.

„მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა.

სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია.

შეგახსენებთ, დღეს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს