ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, ვინც გამოსახლებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება გახადა საჭირო - მოიკითხეთ, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს

„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, ვინც გამოსახლებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება გახადა საჭირო - მოიკითხეთ, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განუცხადა.

ოდიშარიას თქმით, გამოსახლებებთან დაკავშირებული პროცესი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეფორმირდა და უფრო ჰუმანური გახდა, თუმცა მისივე აზრით, „ბოლო დღეების მძიმე სურათმა აჩვენა, რომ ეს საკმარისი არ არის“.

როგორც ოდიშარიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, ამ მიმართულებით „კანონმდებლობის და რეგულაციების ადაპტაცია მოხდება“.

„როგორც ჟურნალისტური გამოძიებით აღმოჩნდა, სიმართლე მხოლოდ ერთი არ არის - ის არის ორმხრივი. დიდი ხანია მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს და ცალსახა ამბავი არ არის.

ზოგადად, ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, მაგრამ ამასთან“ქართული ოცნება“ რა შუაშია? - ჩვენ ის ძალა ვართ, ვინც აქ სასამართლოს კომპონენტი შემოიტანა და სასამართლოს განჩინება გახდა საჭირო.

მოიკითხეთ, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა ხდებოდა და ვინ იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. გამოსახლებებისთვის რამდენი მილიონი აქვს აღებული პრემიის სახით? - ძალიან გთხოვთ, კარგად მოიკითხეთ!

შევიკრიბებით, საკითხზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ ზომებს, რაც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა. ბინაში შესასვლელად, აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით გახსნეს და იქ მყოფი ადამიანები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს