რელიგიის სააგენტო და ბაპტისტური ეკლესიების კავშირი დევნილ ბავშვებს დაეხმარნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ბავშვებს დაეხმარნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს" ჰუმანიტარული ტვირთი - 15 ფუთი ტანსაცმელი და 25 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.

„საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, გია ჯაფარიძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსის მოადგილე, ვახტანგ შალუტაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება