„ევროპის უნივერსიტეტში" ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის  HEAL გახსნითი შეხვედრა გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში" ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)" (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) გახსნითი შეხვედრა გაიმართა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოში ექიმ-სტომატოლოგთა გაძლიერების ხელშეწყობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმის განახლების გზით და სტუდენტების იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რაც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა და „ევროპის უნივერსიტეტის" უცხოელ პარტნიორებს შორის არიან:

პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი);

სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი);

სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი);

პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა „ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, ნათია ჯოჯუას, მიმართვით გაიხსნა.

დამსწრეებს სიტყვით ასევე თსუ-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა მიმართეს.

გახსნით ღონისძიებას „ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი და ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის HEAL წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს