რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულები 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულები 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ.

როგორც ერთ-ერთი ექიმი აცხადებს, პროტესტი უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს.

„დიდი ქრთამია აღებული ან შეკვეთა მიცემული, რომ აქ არ იყოს კლინიკა. პარასკევს ვაპირებთ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ერთ-ერთი ექიმი მედიასთან.

როგორც რესპუბლიკურ კლინიკასთან გამართულ აქციაზე კიდევ ერთმა ექიმმა განაცხადა, მათი მოთხოვნაა ალტერნატიული ფართის გამოყოფა, სადაც სამედიცინო პერსონალი გადავა.

„შანტაჟის და ულტიმატუმის ენით არის საუბარი. ერთადერთ შემთხვევას დავთანხმდებით, თუ გამოიყოფა ალტერნატიული ფართი, სადაც სამედიცინო პერსონალი გადავა.

შემოთავაზებაში არის ასეთი ჩანაწერი- ალტერნატიული სამსახურის ერთჯერადი შეთავაზება და 4 - თვიანი კომპენსაცია. როდესაც ვიკითხეთ, რა სამსახურს გვთავაზობთ - „თუ ამას აირჩევთ მერე მოვიფიქრებთ“, - აცხადებს რესპუბლიკურ კლინიკაში დასაქმებული მედიკოსი.

ცნობისათვის, ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტებს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება. გადაწყვეტილების შესახებ 23 იანვარს გამოცხადდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის