უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი - გვაქვს ინსტრუმენტები და შესაძლებლობა, მივწვდეთ მტერს იქ, სადაც ის ამას არ ელის

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, სამხედროებს სულ უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ მისწვდნენ მტერს იქ, სადაც ის არ ელის.

„საჰაერო ძალები არტყამდა, არტყამს და დაარტყამს მტერს სადაც არ უნდა იყოს ის, რათა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები მტრის ტერორისტული თავდასხმებისგან! ხარკოვი, ხერსონი, დნეპრი, ზაპოროჟიე და ფრონტის ხაზის სხვა რეგიონები ყოველდღიურად და ყოველ ღამეს მტრის რაკეტების, ბომბების და დრონების ცეცხლის ქვეშ არიან. საჰაერო ძალები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისწვდეს მტერს როგორც ცაში, ასევე მიწაზე. თქვენ კითხულობთ ჩვენს მოხსენებებს. ბევრი რუსული თვითმფრინავი და მათი ეკიპაჟი ვეღარასოდეს შეძლებენ ჩვენი ხალხის დატერორებას. ისინი განადგურებულნი არიან! ჩვენ გვაქვს უფრო და უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რათა მივწვდეთ მტერს იქ, სადაც ის ამას არ ელის!” - აღნიშნა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.

მისი თქმით, 24 იანვრის დღის განმავლობაში, რუსული პროპაგანდა მიმართავდა ყალბი ინფორმაციის ნაკადს გარე აუდიტორიისკენ - ცდილობდა უკრაინის დისკრედიტაციას მსოფლიო საზოგადოების თვალში.

”პროპაგანდის მიზანი აშკარაა. - მათ სურთ შეამცირონ ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერა. არ გამოუვათ! უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავი და და გაანადგუროს აგრესორის საჰაერო თავდასხმის საშუალებები“, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.

შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში „ილ-76“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა, რაც ჯერჯერობით არ ხდებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს