სერგეი ლავროვი - აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „უეცრად ფხენიანის მიმართ სამხრეთ კორეის რიტორიკა კიდევ უფრო მტრული გახდა“.

„იაპონიაშიც აგრესიული რიტორიკა ისმის და აშშ-ის დახმარებით ნატო-ს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სერიოზულად საუბრობენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე მტკიცებით, აშშ-მა ახალი სამხედრო ბლოკი შექმნა, რომელიც სამხრეთ კორეასა და იაპონიას აერთიანებს.

„აღნიშნული სამხედრო ბლოკის მიზანი ნათელია, ისინი ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა „საკმაოდ აქტიურად ვითარდება“.

„საშინელებაა, როდესაც გაერთიანების ნაცვლად გვაქვს ტენდენციები, რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, და მაინც, ეს მსოფლიოს ბევრ რეგიონში მიმდინარე სისტემური პროცესია და ამ ტენდენციაში მთავარი წვლილი მათ შეიტანეს, რომლებიც საკუთარ თავს სამყაროს ოსტატებად თვლიან. ყოფილი კოლონიური ძალები თანამედროვე სამყაროში არსებულ რეალობას უნდა შეეგუონ. არ უნდა იფიქრო, რომ ასეთი ძლიერი მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ დოლარი გაქვს“, - განაცხადა ლავროვმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო