ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება

საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო, რომლებიც საყოფაცხოვრებო ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღიჭურვა.

„პროექტი „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ზრუნვის ალტერნატიულ ფორმით ჩანაცვლებას გულისხმობს. სახლები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გადაეცა.

სახლების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ბელა გოგუა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე მესხრიკაძე, ზუგდიდის მერის მოადგილე, მაიზერ ნანავა, სააგენტოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ხუბუტია და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს