„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მოდის საერთაშორისო გამოფენაზე - Who’s Next ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ

20-22 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქში მოდის საერთაშორისო გამოფენა Who’s Next გაიმართა, რომელზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ასევე საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მხარდაჭერით, აღნიშნული გამოფენა საგანგებოდ შეირჩა დამწყები ექსპორტიორი კომპანიებისთვის და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მათ ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა დიზაინერმა საქართველოდან: Newtorso; god__era, „კოსმო“; „რუმორი“; Patsatsia Nini და „კაბა“.

„Who’s Next მოდის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც პარიზში წელიწადში ორჯერ იმართება. შოურუმს ყოველ სეზონზე 45 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა 70% ვერიფიცირებული შემსყიდველია.

Who’s Next-ზე წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი და დამწყები დიზაინერების ნამუშევრები, ისე ცნობილი ბრენდებიც.

მაღალი რეპუტაციის მქონე ღონისძიებაში მონაწილეობა, ქართველ დიზაინერებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ ახალ ტრენდებს, მარტივად დაუკავშირდნენ ბაიერებსა და გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს