გოგიტა თოდრაძე დუბაიში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც 22-24 იანვრის პერიოდში ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენს მზარდი გამოწვევებისა და შესაძლებლობების პირობებში, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საზღვრების გაფართოების გზების ძიება, შესაბამისი სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა და ქვეყნებს შორის არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მიზანია ასევე, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების, ინოვაციური მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შეფასება.

„კონფერენციის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიასა და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც გაეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებით (IMF, UNICEF) გაიმართა. მოხსენებისას მან დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა საქართველოში სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, უკანასკნელ პერიოდში მიღწეული პროგრესისა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს