ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის პირველი ტირაჟი უკვე საქართველოშია

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემა - „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით) უკვე საქართველოშია და წინასწარი შეკვეთების ფარგლებში წიგნი პირველ მკითხველს უკვე გადაეცა.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა ანე ფრანკის ჩანაწერების უნიკალური ვერსია, რომელიც პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი და ჩანაწერების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ანეს მამამ, ოტო ფრანკმა ომის დასრულებისა და გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ გოგონას ჩანაწერები წიგნად გამოსცა, თუმცა მან ტექსტი მორალურ-ეთიკური მიზეზებით შეამოკლა. ოტო ფრანკს მიაჩნდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომელშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს და გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე, უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრულყოფილი სახით.

ავთენტური ვერსია ქართულ ენაზე პირველად 2012 წელს გამოიცა, წელს კი „პალიტრა L-მა“ მკითხველს კიდევ ერთი საჩუქარი შესთავაზა და ჩანაწერები ახალი ტირაჟით გამოსცა. წიგნის წინასწარი შეკვეთები გამომცემლობის ვებგვერდზე 15 იანვრიდან დაიწყო და მათ, ვინც აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლეს, ექსკლუზიურად აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ დახურულ ღონისძიებას, რომელზეც მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები განიხილავენ ჩანაწერების მნიშვნელობას, ახალი გამოცემის ისტორიასა და სხვა დეტალებს.

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემა წიგნის მაღაზიებში 19 თებერვლიდან გამოჩნდება და მკითხველს შესაძლებლობა ექნება, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი ამ უნიკალურ დოკუმენტურ მასალას.

აღსანიშნავია, რომ ანე ფრანკის დღიური გამოიცა პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი“ ხარ. აღნიშნული წიგნი სხვადასხვა პლატფორმაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 30 000-ზე მეტმა მკითხველმა შეარჩია.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს