საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ინდოეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

AFP-ის ცნობით, ემანუელ მაკრონი ქალაქ ჯაიპურში ჩავიდა, სადაც მას წითელი ხალიჩა დახვდა. მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სამხედრო აღლუმი გაიმართება. საღამოს, ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვახშამს დაესწრება, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შეხვდება.

პარასკევს, ემანუელ მაკრონი ინდოეთის რესპუბლიკის დღის 75-ე წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაზე საპატიო სტუმარი იქნება.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროებში რამდენიმე შეთანხმებას გააფორმებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო