აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი - საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დაღმავალი დინებით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში

საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციის მაჩვენებლებში, ფაქტობრივად, საქართველოს შესრულება ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დაღმავალი დინებით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში, რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსშია აღნიშნული.

„ამ ინდექსით, მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა თითქმის ყველა თემატურ სფეროში (კერძოდ, დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფო ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა და გარემოს და კლიმატის პოლიტიკა)“, - აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისი შეეხება შეკრების თავისუფლების სფეროს, კერძოდ „აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას“.

„ინდექსი აჩვენებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ბევრი ძირითადი ტენდენცია, რომელიც უკვე აშკარა იყო EaP-ის წინა ინდექსში. ინდექსის შედეგები ასევე ადასტურებს, რომ ომმა გამოიწვია აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის დაახლოება და ასევე გამოიწვია სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან შეუსაბამობა და დაშორება.

უკრაინა და მოლდოვა წინ მიიწევენ ევროკავშირთან დაახლოებაში და გაწევრიანების პროცესის დაწყების ზღვარზე არიან, რაც მათ გამოარჩევს საქართველოსგან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების ქულები მოლდოვასა და უკრაინის მაჩვენებელს უტოლდება, ევროკავშირთან დაახლოების საერთო მაჩვენებელი დაბალ დონეზე დარჩა ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და მმართველობასთან დაკავშირებული მაჩვენებლების კუთხით სერიოზული უკანსვლის, სამოქალაქო საზოგადოების აშკარა უგულებელყოფის და რუსეთის დაშოშმინებისკენ მისი მიდრეკილების გამო, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საყოველთაო შეთანხმებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს