POLITICO - საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვაში საჯარო მმართველობა გაიზარდა, „პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში“ ვითარება დაღმავალია“, - წერს POLITICO.

„დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არსებობს სწავლის მრუდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ“, - განუცხადა POLITICO-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრმა, ალექსანდრა საბუმ.

მისი თქმით, საქართველომ 2023 წლის მარტში სცადა პუტინის სტილის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება, რასაც ქვეყნის შიგნით პროტესტი მოჰყვა.

„კანონი იყო რუსული კანონის ერთგვარი ასლი, გარკვეული ადგილობრივი ელემენტებით - მაგრამ მსგავსება აშკარა იყო", - აღნიშნა საბუმ.

POLITICO წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 ინდექსის თანახმად, საქართველომ ასევე განიცადა მნიშვნელოვანი შემცირება დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკური კონვერგენციის სფეროში - რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას.

„ძირითადად ყველა სფეროში იყო შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ის კანდიდატის სტატუსით დააჯილდოვა”, - აღნიშნა საბუმ.

POLITICO წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, მოლდოვა და უკრაინა სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად მათგან მოელის, მაშინ, როცა საქართველო ამ გზას ნელ-ნელა შორდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან