მედია - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო - ბაქო ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს

ოფიციალური ბაქო გეგმავს ადეკვატურად უპასუხოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო APA-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანი არა მხოლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ ზოგადად ევროსაბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს.

„მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა არ ნიშნავს ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურებში აზერბაიჯანის მონაწილეობის შეწყვეტას, ბაქოს პოზიცია განსხვავებულია“, - წერს გამოცემა.

ამასთან, APA-ს ცნობით, აზერბაიჯანმა, შეიძლება, უარი თქვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციის აღიარებაზე.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მას შემდეგ რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს