კახა ოქრიაშვილი - ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად - დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„რუსული ოცნების“ ლიდერშიპისგან, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ ისე უნდა გაანადგურონ, 35 მანდატს ქვემოთ დატოვონ. რას ნიშნავს ეს განცხადება - „ოცნება“ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წასვლას აანონსებს?! ისე ხომ არ გამოდის, თითქოს ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები?! უკვე ჰყავთ კიდეც დაჭერილი უამრავი ადამიანი, მათ შორის, მესამე პრეზიდენტი, პიჯაკების საქმეზე. დიქტატურა სხვა რა არის ?!

რატომ არ ისმის არცერთი სიტყვა „რუსული ოცნებისგან“, თუ როგორ ააყვავეს ქვეყანა და როგორ გააგრძელებენ ამას, როგორ გააათმაგეს ხელფასები და გაზარდეს ეკონომიკა?! არ ისმის იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით ჩაფლავებულნი არიან! ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილი ქვეყნიდან გააქციეს. ზუსტად ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას და არა ხელისუფლება. ხელისუფლება საერთოდ რომ არ გვყავდეს, უკეთესი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა!

სწორედ ამ მიდგომების შედეგია პოლარიზაცია - „ოცნება“ არა საკუთარი პარტიის და ქვეყნის განვითარებაზე, არამედ კონკურენტის განადგურებაზე ფიქრობს და ამით ღუპავს ქვეყანას, რომელიც ვერ ეღირსა კვალიფიციურ მმართველობას.

ჩვენი ქვეყნის ისტორია, ყველა ეტაპზე, ერთ რამეს გვასწავლის: როცა საქართველო იყო ერთიანი, ვერცერთმა მტერმა ვერ დაგვჩაგრა, მაგრამ როცა ქვეყანა მოღალატეებით ივსებოდა, ციხე შიგნიდან ტყდებოდა. ჩვენ გვჭირდება ერთობა! ამიტომ უნდა ჩამოვაშოროთ ყველა მოღალატე და შიდაგანხეთქილების მსახური ამ ქვეყანას და მივიღებთ სწრაფი, ძლიერი მშენებლობის დაწყებისთვის კარგ საფუძველს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო