უკრაინის დაზვერვა - ჩამოვარდნილ “ილ-76”-ში შესაძლოა, როგორც რაკეტები, ასევე, ადამიანები ყოფილიყვნენ

უკრაინის დაზვერვა ვარაუდობს, რომ “ილ-76”-ში შესაძლოა, როგორც რაკეტები, ასევე, ადამიანები ყოფილიყვნენ.

ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

“ბორტზე როგორც C-300 კომპლექსისთვის რაკეტები, ასევე, ერთდროულად რაკეტები და ადამიანები შეიძლება ყოფილიყვნენ. საუბარია დიდ სამხედრო თვითმფრინავზე. მისი მხოლოდ მესამედი იყო დატვირთული, მათი [რუსეთის] სიტყვებიდან გამომდინარე.

ბევრი გარემოებაა, რომლებიც გამოძიებასა და მაქსიმალურ შესწავლას საჭიროებს”, - განაცხადა იუსოვმა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებაზე, მათ შორის გასაცვლელად მათ ტრანსპორტირებისთვის სწორედ ის სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რომელსაც ისინი ჰყავს დაკავებული.

იუსოვის თქმით, უკრაინის დაზვერვა ყველა სცენარს განიხილავს, მათ შორის რუსების მხრიდან განზრახ პროვოკაციას და უკრაინელი ომის ტყვეების “ცოცხალ ფარად” გამოყენებას საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც უკრაინულ ქალაქ ანადგურებენ.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ რუსებს თავად შეეძლოთ საკუთარი თვითმფრინავის ჩამოგდება.

“კერძოდ ეს ის სცენარია, რომელიც უკვე არაერთხელ მომხდარა რუსეთში, როდესაც ე.წ. “მეგობრული ცეცხლი” მათ ავიაციას ანადგურებდა: სატრანსპორტოსაც და სამხედროსაც. და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, რომ საუბარი ახლა სამხედრო თვითმფრინავზეა, რომელშიც ტყვეები პრინციპში არ უნდა ყოფილიყვნენ”, - განაცხადა იუსოვმა.

შეგახსენებთ, 24 იანვარს რუსულმა მედიამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება გაავრცელა, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო